Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

ძვირფასი შენაძენი ხელოვნების სასახლისთვის

ძვირფასი შენაძენი ხელოვნების სასახლისთვისსაქართველოს ხელოვნების სასახლეს ბოლო პერიოდში არაერთი უნიკალური ნივთი შეემატა.

ამჯერად საქართველოს თეატრის, მუსიკის, კინოსა და ქორეოგრაფიის სახელმწიფო მუზეუმის მზრუნველთა საბჭოს თავმჯდომარემ არჩილ გელოვანმა ხელოვნების სასახლის ბიბლიოთეკას ოპერა ბორის გოდუნოვისადმი მიძღვნილი რარიტეტული გამოცემა პარიზის წიგნის ბაზრობაზე შეუძინა.

– ყველაზე მთავარი კი ისაა, რომ ამ ოპერის ანტრეპრენიორი აკაკი წერეთლის ვაჟი ალექსი იყო. აქ მისი ფოტოა დაბეჭდილი და ბიოგრაფია, აქვეა მისი და შალიაპინის ფოტოც!

ძვირფასი შენაძენია და კიდევ დასტური იმისა, რომ ძალიან ბევრი რამ საძებნი და შესასწავლია უცხოეთში, – განაცხადა ხელოვნების სასახლის დირექტორმა გიორგი კალანდიამ.

ძვირფასი შენაძენი ხელოვნების სასახლისთვის