Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

“ჩვენ უნდა დავიცვათ ჩვენი უფლებები!”

"ჩვენ უნდა დავიცვათ ჩვენი უფლებები!"კულტურის სამინისტროს მიერ ოპტიმიზაციის პროცესმა სახელოვნებო სფეროში დიდი უკმაყოფილება გამოიწვია. თეატრებისთვის ბიუჯეტის შემცირებამ, ისედაც მცირე ხელფასები კიდევ უფრო შეუმცირა მსახიობებს.

მსახიობებმა გადაწყვიტეს საკუთარი უფლებები დაიცვან და ერთად მოიფიქრონ გამოსავალი არსებული სიტუაციიდან.

მაიკო გელოვანი, კინომსახიობთა თეატრის მსახიობი:

“მივმართავ ჩემს კოლეგებს, მსახიობებს! მესმის, რომ ქვეყანაში ძალიან ბევრი პრობლემაა, რომ არსებობენ უკიდურესად გაჭირვებული, სოციალურად დაუცველი ადამიანები, მაგრამ მეც, როგორც ამ ქვეყნის რიგითი მოქალაქე, მსახიობი, რომელსაც მიყვარს ჩემი პროფესია და წლებია ვემსახურები მას, ვარ დაუცველი და ისედაც სასაცილო “ანაზღაურებაშემცირებული”. რატომ?

ჩემო მეგობრებო და კოლეგებო, იქნებ რამე მოვიფიქროთ. ჩვენ უნდა დავიცვათ ჩვენი უფლებები!”