ანიტა რაჭველიშვილი იტალიური გამოცემის რჩეულია

ანიტა რაჭველიშვილი იტალიური გამოცემის რჩეულიამეცო სოპრანო ანიტა რაჭველიშვილი იტალიური გამოცემის რჩეულია. საოპერო მომღერალი, რომელიც მსოფლიოს წამყვანი თეატრების სცენებზე მღერის და ათასობით მსმენელს აბედნიერებს, ჟურნალისტ Massimiliano Mazzaს სტატიაში მოხვდა და პირველი ადგილი დაიკავა.

იტალიური ვებ გვერდის ”operalife” ჟურნალისტმა შეადგინა ყველაზე ლამაზი საოპერო მომღერალი ქალბატონების საუკეთესო ათეული, სადაც ანიტა რაჭველიშვილმა პირველობა არავის დაუთმო.

Massimiliano Mazzaს ათეული ასეთია:
1. ანიტა რაჭველიშვილი – მეცო-სოპრანო
2. ანა ნეტრებკო – სოპრანო
3. მაგდალენა კოზენა – სოპრანო
4. ევა მალი – სოპრანო
5. ტარია ტურუნენი – სოპრანო
6. ლანა კოსი – სოპრანო
7. მარია კალასი – სოპრანო
8. აიდა გარიფულინა – სოპრანო
9. დანიელა მაკი – მეცო-სოპრანო
10. აგუნდა კულაევა – მეცო-სოპრანო