25 აპრილი, 2017

ახალი წოდება ლაშა ღლონტს

პროფესიით ექიმს და არაჩვეულებრივ მომღერალს ლაშა ღლონტს ახალი წოდება მიენიჭა. ყველაზე ტკბილი და თბილი სიმღერების შემსრულებელ ხელოვანს ამიერიდან კიდევ ერთი – ყველაზე საპასუხისმგებლო, საპატიო და მნიშვნელოვანი სტატუსი აქვს.

24 აპრილს ლაშა ღლონტი ბაბუა გახდა. მის შვილს, მომღერალ ანი ღლონტს და მის მეუღლეს თორნიკე მაისურაძეს პირველი შვილი – ბიჭი შეეძინათ. პატარა გაგუას კლინიკაში 3.400 კგ. და 51 სმ. დაიბადა. დედა-შვილი თავს კარგად გრძნობს.

ანი და თორნიკე გასული წლის ზაფხულში დაქორწინდნენ. ისინი ერთმანეთს სიმღერამ დააკავშირა.