Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

აკა მორჩილაძე ფ. დოსტოევსკის „თვინიერის“ გამო

25 აპრილი, 2017

აკა მორჩილაძე ფ. დოსტოევსკის „თვინიერის“ გამოსაერთოდ, მგონი ასეა, რომ დოსტოევსკის დადგმა უმადური საქმეა ხოლმე. ამის მიუხედავად,  მეოცე სუკუნემ მისი წიგნების კინოდ და სპექტაკლად ქცევაშიც ჩაიაირა. თვითონ ეს მოთხრობა – „თვინიერი“, ეკრანიზებულიც არაერთხელ ყოფილა და სცენაზეც ბევრს გამოუტანია. ქართული ფილმიც არსებობს ამ მოთხრობის მიხედვით.

ამ მწერლის ამოძრავება უმადური საქმე  იმიტომაც არის, რომ დოსტოევსკი ბევრს კარგავს ყოველნაირ მოძრაობაში და იმ მწერალთა რიგშია, რომლებიც ურყევი ფურცლიდან მეტს გაგებინებენ, ვიდრე ნაირგვარი მოძრავი ხელოვნების მეშვეობით.

ეს ცოტათი მაინც მოულოდნელია, რომ ახალგაზრდა ხალხი, დღეს და ჩვენთან, უცებ  ამ მწერლის თამაშს  გადაწყვეტს და დადგმა საინტერესო გამოუვა.

აკა მორჩილაძე ფ. დოსტოევსკის „თვინიერის“ გამო

საინტერესოც და მეტიც, იმიტომ, რომ სპექტაკლში მონაწილე  სამი ახლაგაზრდა მსახიობი არ თამაშობს არც თავის კლასიკას, როგორც რუსი, არც სხვის კალასიკას, როგორც ამერიკელი და თუნდაც იაპონელი, არამედ უბრალოდ ტრაგედიას თამაშობს.

უბრალოდ ტრაგედიის თამაში და ამის დარბაზიდან ცქერა კი ერთი კარგი საჩუქარია ხოლმე. თან, ეს უბრალოდ ტრაგედიობა იმდენ უსარგებლო დოსტოევსკობას  აშორებს დადგმას, რომ ამ ერთაქტიანი სიმწრის ყურება ნამდვილ გრძნობებს აღვიძებს.

აკა მორჩილაძე ფ. დოსტოევსკის „თვინიერის“ გამო

ნაოფიცრალი მევახშის და მისი ამოუცნობი ცოლის უბედური ამბავი ამ დადგმაში გათამაშებულია ერთ გრძელ და ვიწრო ტალანში, რაც თითქოს ამ ადამიანების მძიმე და უჯიათი სულებისთვის საუკეთესო ადგილია. იმ სივიწროვეში მსახიობები მოძრაობენ კარგად და ადგილი დოსტოევსკური ულმობელი მონოლოგებისთვისაც  რჩებათ. ყველაფერი თანაბრადაა და  ხელი ეტყობა. მევახშის ცოლი კი იკლავს თავს,  მაგრამ სპექტაკლი სასიამოვნო შეგრძნებას ტოვებს, ძალიან კარგად ხედავ, როგორ უმუშავიათ და როგორ მუშაობენ.

აკა მორჩილაძე ფ. დოსტოევსკის „თვინიერის“ გამო

საერთოდ, ასე ჩამოყალიბდა, რომ ჩვენი მსახიობები სუფრებზე მოარული და რეკლამებში გაკრეჭილი მასხარები ჰგონიათ. ეს ასე არ არის, ეს სამწუხაროა და  ეს ცალკე უბედურებაა, მაგრამ აი, ამას ახალგაზრდები ხედავენ.

აკა მორჩილაძე ფ. დოსტოევსკის „თვინიერის“ გამო

ხედავენ, მაგრამ  მაინც მუშაობენ. მგონია, რომ  ბევრნი არიან, უბრალოდ მათი ნაშრომი და თან სწორად ნაშრომი თუ ჩასაკირკიტებელი არა, დასანახი მაინცაა.