28 აპრილი, 2017

“აი, ესაა ჩემთვის დიდი სიამაყე”

მომღერალი ოთო ნემსაძე ხშირად აძლევს თავის ერთგულ მსმენელს შესაძლებლობას იამაყოს მისით, თუმცა ოთოს ცხოვრებაშიც დგება მომენტები, როცა თავადაც ამაყია და ამ სიხარულის გაიზარება გარშემომყოფებისთვის სურს:

“როცა მსოფლიო დონის ვარსკვლავი შენთან სტუმრად ჩამოდის და მერე შენთან ერთად ავტობუსით და სამარშუტო ტაქსით შენს ქვეყანას ათვალოერებს, როცა ყველაფერს გულმოდგინედ აკვირდება და სწავლობს – აღფრთოვანებას ვერ მალავს შენი ქვეყნის კულტურისადმი, მერე შენივე საყვარელი მუსიკოსების გვერდით ზის ისმენს “ქართული ხმების” შესრულებით მრავალჟამიერს და მუხლზე დგება პატივისცემის ნიშნად, აეროპორტში მიდის და ცრემლიანი თვალებით გემშვიდობება იმ იმედით, რომ დიდი ხნით შეძლებს ჩამოსვლას – აი, ესაა ჩემთვის დიდი სიამაყე.

დიდი მადლობა ღმერთს, რომ ქართველი ვარ!

დიდი მადლობა “ქართულ ხმებს” საოცრად ქართული ჟღერადობისთვის!

და დიდი მადლობა სლავა ვაკარჩუკს, რომელსაც სულით ხორცამდე უყვარს საქართველო!”