30 აპრილი, 2017

“წინ უფსკრულია!”

ასე ფიქრობს მაესტრო ნიკოლოზ რაჭველი და ქვეყნის იმ უმნიშვნელოვანეს პრობლემაზე საჯაროდ საუბრობს, რომელიც სახელმწიფომ უმთავრესი პრიორიტეტის რანგში უნდა აიყვანოს:

“კიდევ ერთხელ დავფიქრდი ჩვენი ქვეყნის – არა აწმყოს, არამედ მომავლის უმთავრეს პრობლემაზე…

განათლებას არ უშველის მხოლოდ სისტემური რეფორმა, მე ვფიქრობ განათლებასთან დაკავშირებული საკითხები – საშუალოც, უმაღლესიც, დარგობრივიც – სახელმწიფომ უნდა აიყვანოს უმთავრესი პრიორიტეტის რანგში და მთელს მსოფლიოს, ისევე როგორც მდიდარ ქართველებს, “აიძულოს” ჩადონ ამაში ფული!

ვერ ვეგუები საკუთარ სტატუსს, სადაც დიდაქტიკის ელემენტია და ამის გამო მიჭირს ამ ყველაფერზე საჯაროდ წერა, მაგრამ რა ვქნა, ვაცნობიერებ რომ წინ უფსკრულია, სადაც ჩვენი ისტორიიანად და საამაყო მიღწევებიანად გადავიჩეხებით, სიმართლეს თუ არ გავუსწორებთ თვალს…”