2 აპრილი, 2017

ფოთში კულტურული მემკვიდრეობა ნადგურდება

საქართველოს სხვადასხვა ქალაქებსა თუ რეგიონებში არაერთი უნიკალური კულტურული ძეგლია, რომელიც ნადგურდება და შველას და გადარჩენას საჭიროებს.

ფოთში, აღმაშენებლის გამზირზე მდებარე შენობა, რომელიც ნამდვილად უნიკალური და ულამაზესია, თითქმის განადგურებულია.

უმძიმეს მდგომარეობაში მყოფი შენობის ფოტოებს საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიის პროდიუსერი ლაშა ზარგინავა ავრცელებს:

“თითქმის განადგურებული კულტურული მემკვიდრეობა… ფოთი, აღმაშენებლის გამზირი…

შენობას კერძო მესაკუთრე ჰყავს, ოფშორში რეგისტრირებული კომპანია, რომელიც კონტაქტზე არ გამოდის სახელმწიფოსთან. ეს ვიცი, რაც ვიცი ამ შენობაზე. არადა, უნიკალური არქიტექტურაა, ანალოგი რომ არ აქვს ისეთი.”