13 აპრილი, 2017

უკანასკნელი საჩუქარი გივი ბერიკაშვილს

დღეს სრულიად საქართველო უკანასკნელ გზაზე გააცილებს ქართული თეატრისა და კინოს ლეგენდარულ მსახიობს გივი ბერიკაშვილს.

მსახიობი ავადმყოფობის შედეგად 83 წლის ასაკში გარდაიცვალა. გივი ბერიკაშვილს უკანასკნელი საჩუქარი მომღერალმა ანრი ჯოხაძემ გაუკეთა და მას სპეციალური სიმღერა და ვიდეორგოლი მიუძღვნა.

ანრიმ სპექტაკლიდან “ჯერ დაიხოცნენ, მერე იქორწინეს” გოგი ცაბაძის სიმღერის “ვინა სთქვა, რომ ცხოვრების გზა დიდია” ახლებური ვერსია ჩაწერა. სიმღერაზე გადაღებულ ვიდეორგოლში კი გივი ბერიკაშვილის უცნობი კადრები გააერთიანა. ანრიმ, როგორც რეჟისორმა გივი ბერიკაშვილთან ვერიკო ტურაშვილისთვის გადაღებულ კლიპზე იმუშავა.

https://www.youtube.com/watch?v=NX1TNUfUuQw