13 აპრილი, 2017

სოსო ლაღიძე 2 ოქროს მედლით დააჯილდოვეს

რუსთაველის თეატრის მსახიობი სოსო ლაღიძე 2 ოქროს მედლით დააჯილდოვეს. დაჯილდოების საზეიმო ცერემონიალი რუსთაველის თეატრში გაიმართა, რომელსაც მისი კოლეგები და მეგობრები ესწრებოდნენ.

ჯილდო მსახიობმა თბილისის პეტროს ადამიანის სახელობის სომხურ დრამატულ თეატრში ნოდარ დუმბაძის “საბრალდებო დასკვნის” მიხედვით დადგმულ სპექტაკლში ისიდორეს როლის შესრულებისთვის და სომხურ-ქართული კულტურული ურთიერთობების გაღრმავებისა და განსაკუთრებული წვლილის შეტანისთვის მიიღო.

სოსო ლაღიძე ოქროს მედლებით სომხეთის კულტურის სამინისტრომ და სომხეთის თეატრალურმა საზოგადოებამ დააჯილდოვეს.