14 აპრილი, 2017

“საჩუქარს” ევროპის ხარიხის უმაღლესი ნიშანი მიანიჭეს

მიხეილ თუმანიშვილის სახელობის ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალს “საჩუქარი” ევროპული ფესტივალების ასცოციაციამ ევროპის ხარიხის უმაღლესი ნიშანი და ჯილდო მიანიჭა.

ეს სასიხარულო ინფორმაცია ფესტივალის ორგანიზატორებს ასოციაციის პრეზიდენტმა დარკო ბლეიკმა და საერთაშორისო ჟიურის პრეზიდენტმა ჯონატან მილსმა შეატყობინეს:

“ჩვენ მოხარული ვართ შეგატყობონოთ, რომ მიხეილ თუმანიშვილის სახელობის საქართველოს ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალმა “საჩუქარი” EFFE LABEL 2017-2018 (ევროპა ფესტივალებისთვის – ფესტივალები ევროპისთვის ხარისხის ნიშანი) მიიღო. ჯილდო დაამტკიცა საერაშორისო ჟიურიმ. ასეთი საინტერესო და მრავალფეროვანი პროგრამით ფესტივალს განვითარების უზარმაზარი პოტენცია აქვს.

დღეიდან მიხეილ თუმანიშვილის სახელობის საქართველოს ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი “საჩუქარი” არის EFFE-ს საფესტივალო საზოგადოების წევრი, რომელსაც ევროპის ფესტივალების ასოციაცია ხელმძღვანელობს. მასში გაერთიანებული ფესტივალები იცავენ მაღალ სახელოვნებო დონეს და ახდენენ მნიშვნელოვან გავლენას ადგილობრივ, ნაციონალურ და საერთაშორისო ასპარეზზე.”