12 აპრილი, 2017

ნოდარ მგალობლიშვილმა პროტესტის ნიშნად მარჯანიშვილის თეატრი დატოვა

85 წლის მსახიობმა ნოდარ მგალობლიშვილმა პროტესტის ნიშნად მშობლიური მარჯანიშვილის თეატრი დატოვა. ხელოვანის 62-წლიანი თეატრალური კარიერა დასრულდა. ნოდარ მგალობლიშვილი 23 წლის იყო, როდესაც მარჯანიშვილის თეატრში მივიდა და ამ დრომდე მისი ერთგული დარჩა.

ეს ის მსახიობია, რომელმაც 2001 წელს ღირსების ორდენის მიღებაზე უარი განაცხადა და საქართველოს მაშინდელ პრეზიდენტს ედუარდ შევარდნაძეს უკან გაუგზავნა. ამის მიზეზად კი ის დაასახელა, რომ არ სურდა ღირსების ორდენი ისეთი რეჟიმის მხრიდან, რომელმაც მას ღირსება წაართვა და აიძულა უკიდურეს გაჭირვებაში ეცხოვრა.

ინფორმაცია ნოდარ მგალობლიშვილის თეატრიდან წასვლის შესახებ მისმა კოლეგამ თამარ სხირტლაძემ გაასაჯაროვა. მისი თქმით, მსახიობის პროტესტის მიზეზი ხელფასის 240 ლარამდე შემცირება გახდა.