15 აპრილი, 2017

“მაგარი საჩუქარი სააღდგომოდ! მალე თეატრებს დაეშვიდობებით!”

ამ განცხადებას კინომსახიობთა თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი და რეჟისორი ქეთი დოლიძე აკეთებს და თავის განცხადებას ასე განმარტავს:

“გილოცავთ! მაგარი საჩუქარი სააღდგომოდ! მალე თეატრებს დაეშვიდობებით!

აღდგომის შემდეგ გავიგებთ! მინისტრმა რაღაც ისეთი განაცხადა, ვერც თავს გაუგებ და ვერც ბოლოს, მაგრამ არსი ასეთია: ჩვენ კი გადმოგიგდებთ რაღაცას და დანარჩენს თქვენ მიხედავთო?!?! ნახეთ, მოუსმინეთ რას ამბობს და თუ ვერ გაიგებთ, დათო საყვარელიძემ იქნებ აგვიხსნას! აღფროვანებულია და ნეტავ ამიხსნას, რითი!”