9 აპრილი, 2017

გივი ბერიკაშვილი რეანიმაციაშია

თეატრისა და კინოს მსახიობს გივი ბერიკაშვილს არაერთხელ გაუვრცელეს ინფორმაცია, რომ საავადმყოფოში მოხვდა და გარდაიცვალა. საბედნიეროდ, ეს ინფორმაციები ყოველთვის ტყუილი იყო.

დღეს კი ცნობილი გახდა, რომ 83 წლის მსახიობი რეანიმაციაშია და მას ჯანმრთელობასთან დაკავშირებული სერიოზული პრობლემები აქვს.

გივი ბერიკაშვილი საავადმყოფოში რამდენიმე დღის წინ გადაიყვანეს. მისი მდგომარეობა მძიმეა.

ინფორმაციას მსახიობი კახი კავსაძეც ადასტურებს.

“არტ ინფო” გივი ბერიკაშვილს გამოჯანმრთელებას უსურვებს.