14 აპრილი, 2017

“ახლა კარგად მომისმინეთ!”

რეჟისორი რევაზ შატაკიშვილი ბოლო პერიოდში ქართველი ხელოვანების წინააღმდეგ დაწყებულ აგრესიულ კამპანიას ეხმაურება და ყველას სიმართლეში გაერკვევისკენ მოუწოდებს.

რევაზ შატაკიშვილი:

“ახლა კარგად მომისმინეთ! რომ დამდგარხართ და ყველა მსახიობს, რეჟისორს ერთად გვლანძღავთ, მარტო იმიტომ რომ რაღაც (დიახ, რაღაც და არა ყველა) ნაწილი ბიძინასგან ფინანსდებოდა და გუნდრუკს უკმევდა და დღეს ხელფასებს აპროტესტებს. ერთი კარგად გამოიხედეთ თვალებში, ხომ არ გძმარავთ და ხომ არ გაჟრიალებთ? ბიძინას გუნდრუკის მკმეველები თქვენს პროფესიებში ცოტაა? და საერთოდ ვინმეს ხელში შემყურეები? რა წაიღეთ ტვინი?

მოიცა, ის მსახიობები მსახიობები არ არიან, ვინც 2011-ში პრინციპული უარი თქვეს და აღარ იღებდნენ ივანიშვილის ფულს? ჩამოგითვალოთ? მოიცა, ბაია დვალიშვილი არტისტი არაა? ან ნინო კასრაძე? მანანა კაზაკოვა, ქეთი ცხაკაია, ნანუკა ლითანიშვილი? რომელმა გთხოვათ შეგვინახეთო?

რა მოგიღიათ პირი და ყველას გვლანძღავთ, ვინც თეატრალური დავამთავრეთ? როდის მოგადექით შემინახეთ მეთქი? როდემდე უნდა იაზროვნოთ კლიშეებით, შტამპებით და როდემდე უნდა ხრაკოთ ყველა ერთ ტაფაში? გაწყობთ დავიგინო, იქ ბიძინასი და აქ თქვენი-თქო?

ამიმიღია ხმა? რეჟისორებს საერთოდ არ გვაქვს შტატი და არც მუდმივი ხელფასი, მიწვევის რეჟიმზე ვართ, იმოტომ რომ ოდესღაც ვიღაცას ასე აწყობდა და დღეს რეჟისორები სულ 2-3 თეატრში არიან შტატში, ისიც სამხატვრო ხელმძღვანელთა კეთილი ნებით.

ასეა ყველა რეჟისორი, ვისაც არ უკავია სამხატვრო ხელმძღვანელის თანამდებობა რომელიმე თეატრში და ასეთი რეჟისორები, ახალგაზრდები ცოტა არ ვართ, მაგრამ გაგიგიათ ვინმეს წუწუნი?

და ჩვენ რა შუაში ვართ? ან არაერთი ახალგაზრდა მსახიობი, რომელთა დიდი უმეტესობა საერთოდ არც ერთ თეატრში არ მოახვედრეს, სხვაგან მუშაობენ და პარალელურად მაინც არ ელევიან პროფესიას და მაინც თამაშობენ.

ან მათი წუწუნი გაგიგიათ? და ახლა ჩვენ რა ვქნათ თუ რომელიმე ჩვენი კოლეგა რამეს ითხოვს?
გეკითხებით, რას გვლანძღავთ ყველას, ერთი კარგად შემოგვხედეთ, თქვენ კამკამა თეთრები ხართ და ჩვენ წითლები? ჩვენ შორის წითლის დედაც… გაწყობთ?

პ.ს. გასულ ზაფხულს უკრაინასა და მოლდოვაში მქონდა წაღებული სპექტაკლი, საერთაშორისი ფესტივალზე. არც კულტურის სამინისტროსთვის მითხოვია ფული, არც მერიისთვის, არც ქართუსთვის. კომპანიებთან გვქონდა მოლაპარაკებები, ყველამ ერთად გადაგვაგდო და ბოლოს მეგობრებისგან ნასესხი ფულით წავედით და მეტი რაღა ვქნა, ხომ ვერ მეტყვით?

ქოცანდარები ექიმებში არ გყავთ? მედიაში ცოტა ზიხართ ბიძინას ტოტზე?

რომ გამოდიხართ და დასკვნებს დებთ ბრძნული სახით, ერთი კარგად გამოიხედეთ თვალში ხომ არ გელალიბადურაშვილებით?”