Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

ცვლილებები გადაცემაში “გააცინე და მოიგე”

11 აპრილი, 2017

ცვლილებები გადაცემაში "გააცინე და მოიგე"ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის ერთ-ერთ სახალხო იუმორისტულ გადაცემაში “გააცინე და მოიგე” ცვლილებები განხორციელდა. პროექტს, სადაც საკუთარი იუმორით რიგით ადამიანებს 1000 ლარის მოგების შანსი აქვთ, ახალი წამყვანი ჰყავს.

მუსიკისა და დრამის თეატრის მსახიობმა გიორგი ვარდოსანიძემ რამდენიმეწლიანი მუშაობა ამ გუნდთან დაასრულა და თავისი ადგილი სხვას დაუთმო.

უკვე გავრცელდა გადაცემის ახალი ჩანაწერის სარეკლამო ვიდეორგოლი. ის ეთერში 15 აპრილს გავა და გიორგი ვარდოსანიძის ნაცვლად გადაცემას “კომედი შოუს” მსახიობი ვახო ბიჭიკაშვილი გაუძღვება.