Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

“ცეკვავენ ვარსკვლავების” ყველა მონაწილე ცნობილია

18 აპრილი, 2017

"ცეკვავენ ვარსკვლავების" ყველა მონაწილე ცნობილია“ცეკვავენ ვარსკვლავების” მეშვიდე სეზონი რამდენიმე დღეში დაიწყება. შოუს პროდიუსერად კვლავ დაბრუნდა ნოე სულაბერიძე და მაქსიმალურად მრავალფეროვანი მონაწილეები შეკრიბა – მომღერლები, მოდელები, მსახიობები და, რა თქმა უნდა, პროფესიონალი მოცეკვავეები.

“ცეკვავენ ვარსკვლავების” ახალ სეზონში იცეკვებენ მსახიობი გიორგი ბახუტაშვილი და ევროპული ცეკვების ოსტატი ჯულიანა ბარგნარი; გაეროში საქართველოს ახალგაზრდობის წარმომადგენელი თათია დოლიძე და მოცეკვავე ოთო ფოლადაშვილი; კინოპროდიუსერი, უკრაინული რეალითი შოუს “Холостяк”-ის მონაწილე ირაკლი მაქაცარია და მოცეკვავე სალომე ჭაჭუა; ყველასთვის ნაცნობი, იღბლიანი ტურისტი, პროფესიით ჟურნალისტი იესპერ ბლექი და მოცეკვავე ვერკა ჯაჯანიძე; მოდელი, ტელეწამყვანი, მოყვარული ფიტნეს-ინსტრუქტორი ალექსანდრა პაიჭაძე და უკრაინელი მოცეკვავე, რომელიც საქართველოში მოგზაურობაზე ოცნებობდა – მაქსიმ ლეონოვი; უკრაინელი მსახიობი ვიქტორია ვარლეი და მოცეკვავე ცოტნე ბლიაძე; მომღერალი სოფო გელოვანი და უკრაინელი მოცეკვავე გენადი ცინკევიჩი; მომღერალი მარკუს მეტრეველი და მოცეკვავე ირა კვიტინსკაია; მომღერალი ნოდარ რევია და უკრაინელი მოცეკვავე ანია პალამარჩუკი; ბრაზილიელი მოდელი ანი ბაროში და მოცეკვავე ირაკლი ძაძამია; მომღერალი ნუცა ბუზალაძე და მოცეკვავე იაკობ ყუფუნია. ნუცამ ტრავმის გამო დატოვა პროექტის მე-5 სეზონი და ახლა განაგრძობს ბრძოლას გამარჯვებისთვის.

შოუში დამატებით მეთორმეტე კონკურსანტად დარჩენისთვის ორი მსურველი იბრძვის სალომე კოკუაშვილი და ოლიკო კობახიძე. სალომეც და ოლიკოც დიმა ვარანკინთან ერთად იცეკვებენ. ვინ დარჩება პროექტში – სალომე თუ ოლიკო პირველივე ლაივ-შოუზე გადაწყდება.

რაც შეეხება წამყვანებს და ჟიურის, მათი ვინაობა ჯერჯერობით უცნობია, თუმცა ცნობილი გახდა, რომ ჟიური გოჩა ჩერტკოევმა დატოვა.