Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

“ქართულ მწერლობაში სიცილს სამი მიმართულება აქვს”

"ქართულ მწერლობაში სიცილს სამი მიმართულება აქვს"– ჩემი დაკვირვებით, ქართულ მწერლობაში სიცილს სამი მიმართულება აქვს: პირველი – ილია ჭავჭავაძისა და მიხეილ ჯავახიშვილის, მეორე – დავით კლდიაშვილისა და ნიკო ლორთქიფანიძის, მესამე – ნოდარ დუმბაძის, – ეს ჩანაწერი მწერალსა და პუბლიცისტს აკაკი ბაქრაძეს ეკუთვნის:

“როცა ილია და მიხეილ ჯავახიშვილი ხარხარებენ, გაწნული სილის ტკაცუნი ისმის. მამხილებელი ძალა სირცხვილით გწვავს და გდაღავს.

როცა დავით კლდიაშვილი და ნიკო ლორთქიფანიძე იღიმებიან, სევდა გეუფლებათ და ადამიანის მიმართ თანალმობის სურვილი გიჩნდებათ.

როცა ნოდარ დუმბაძე იცინის, მხიარულების ძალით ივსებით. სიცილი გაჭირვების დამთრგუნველი იარაღია.”