Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

სოსო ლაღიძე 2 ოქროს მედლით დააჯილდოვეს

13 აპრილი, 2017

სოსო ლაღიძე 2 ოქროს მედლით დააჯილდოვესრუსთაველის თეატრის მსახიობი სოსო ლაღიძე 2 ოქროს მედლით დააჯილდოვეს. დაჯილდოების საზეიმო ცერემონიალი რუსთაველის თეატრში გაიმართა, რომელსაც მისი კოლეგები და მეგობრები ესწრებოდნენ.

ჯილდო მსახიობმა თბილისის პეტროს ადამიანის სახელობის სომხურ დრამატულ თეატრში ნოდარ დუმბაძის “საბრალდებო დასკვნის” მიხედვით დადგმულ სპექტაკლში ისიდორეს როლის შესრულებისთვის და სომხურ-ქართული კულტურული ურთიერთობების გაღრმავებისა და განსაკუთრებული წვლილის შეტანისთვის მიიღო.

სოსო ლაღიძე ოქროს მედლებით სომხეთის კულტურის სამინისტრომ და სომხეთის თეატრალურმა საზოგადოებამ დააჯილდოვეს.