Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

“საშინელება ხდება!”

12 აპრილი, 2017

"საშინელება ხდება!"მომღერალი ნანი ბრეგვაძე ყველაზე დიდი პატრიოტია და არაერთხელ უთქვამს, რომ სიგიჟემდე უყვარს თავისი სამშობლო. მიუხედავად იმისა, რომ არაერთხელ ჰქონდა შანსი საქართველოდან წასულიყო და უცხოეთში დარჩენილიყო, მომღერალმა მაინც უკან დაბრუნება არჩია:

“ჯუნგლებში ვართ! წარმოუდგენელი სახლები, ლამაზები მაინც იყოს! თან ერთმანეთზე მიყუდებული, ჰაერი ისედაც არ არის და ყოველდღე უარესი და უარესი ხდება.

რა არის მოსაწონი?! მაჩვენეთ შენობა, რომელზეც ვიტყვი, რომ არაჩვეულებრივი არქიტექტურაა. მგონია, რომ არავის უყვარს ეს ქვეყანა და ეს ქალაქი. ეს არის არა მშენებლობა, არამედ დანგრევა, ანგრევენ ამ ულამაზეს ქალაქს. ხეები აღარ არის, პარკებზე და სკვერებზე ზედმეტია ლაპარაკი, პატარ-პატარა ბუჩქებიც კი აღარ არის. ცოტა გონს მოვიდნენ და შეუყვარდეთ თავისი ქალაქი.

მესმის, რომ წინ უნდა წავიდეთ, მშენებლობებიც უნდა იყოს, მაგრამ ეს ნამდვილი საგიჟეთია. ბევრია სათქმელი, მაგრამ ვიტყვი, რომ საშინელება ხდება, ჰაერი არ არის, ადამიანებმა, ვის ხელშიც არის ეს ყველაფერი, ხალხზეც უნდა იფიქროს. ისეთი შთაბეჭდილება მაქვს, რომ ყველა თავის თავზე ფიქრობს.

მგონია, რომ მართალი ვარ. მიყვარს ჩემი ქალაქი, ვერც კი წარმომიდგენია წავიდე და ვიცხოვრო სხვაგან. როგორც კი მოვრჩები სხვაგან საქმეებს, მაშინვე მოვრბივარ უკან,” – განაცხადა მომღერალმა “პრიორიტეტთან” საუბარში.