Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

“რადგან ღმერთი სიყვარულია, ლოცვა ყოფილა სიტყვა “მიყვარხარ”

15 აპრილი, 2017

"რადგან ღმერთი სიყვარულია, ლოცვა ყოფილა სიტყვა "მიყვარხარ"– აღდგომა განისაზღვრება სულში სიყვარულის აუზის ავსებით, აღდგენით და რადგან ღმერთი სიყვარულია, ლოცვა ყოფილა სიტყვა “მიყვარხარ”. რამდენჯერაც გაიფიქრებ ამ სიტყვას, იმდენჯერ ხარ ჩახუტებული ღმერთთან, – ასეთია განმარტება აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით, რომელიც ფსიქოლოგ ნათია ფანჯიკიძეს ეკუთვნის:

“სიყვარულის მოზღვავებას ვგრძნობ, ყველას ჩაკოცვნა რომ გინდა, ისეთს. სიცოცხლის ძალების გამარჯვებაა, როცა გიხარია მისი ყველა გამოვლინება მზე, ხე, ყვავილი, ადამიანი, პასკა, გათენება, საქმე, უსაქმურობა…

აღდგომა განისაზღვრება სულში სიყვარულის აუზის ავსებით, აღდგენით და რადგან ღმერთი სიყვარულია, ლოცვა ყოფილა სიტყვა “მიყვარხარ”. რამდენჯერაც გაიფიქრებ ამ სიტყვას, იმდენჯერ ხარ ჩახუტებული ღმერთთან.

რამდენი სხვა სიტყვაც არ უნდა მოიფიქრო სალოცავად, ზეძალასთან საურთიერთოდ, ყველა სხვა სიტყვა ერთადაა ამ სიტყვაში და ყოველ წამს ხორციელდება, რასაც და ვისაც არ უნდა მიმართო, ღმერთის ნებისმიერ ქმნილებას, გაელვებას, შემოქმედებას. სრულყოფილი და თვითკმარია ეს სიტყვა, მასში არც შიშია, არც ვედრება, არც სინანული, ის უბრალოდ ღმერთის არსებობის და მასთან თანხმობის, შენი მასში და მისი შენში ყოფნის დადასტურებაა.”