Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

პრეზიდენტის ჯილდო აკა სინჯიკაშვილს

18 აპრილი, 2017

პრეზიდენტის ჯილდო აკა სინჯიკაშვილსსცენარისტი და ეროვნული ბიბლიოთეკის თანამშრომელი აკა სინჯიკაშვილი ყველასთვის კარგად არის ცნობილი. საქველმოქმედო საქმიანობით და ყველაზე გაჭირვებული მოსახლეობის დახმარებით მან ქართულ საზოგადოებაში დიდი ნდობა და სიყვარული მოიპოვა.

უანგარო სიკეთე აკას საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმაც დაუფასა და წმინდა ნიკოლოზის პირველი ხარისხის ორდენით დააჯილდოვა.

სასიხარულო ინფორმაცია სცენარისტმა თავად გაავრცელა:

“ეხლა ჩემს სიცოცხლეში ყველაზე სასწაული ამბავი…

ქვეყნის პრეზიდენტისგან დღეს მივიღე ყველაფერზე საოცრება ჯილდო – წმინდა ნიკოლოზის პირველი ხარისხის ორდენი. ეს თქვენი დახმარებით მოპოვებული და თქვენივე მოცემული ჯილდოა. ყველას სათითაოდ დიდი მადლობა, ადამიანებო. ეხლა ცოტას ვიღნავლებ და ისევ აქ ვიქნები თქვენთან.

არ დაგჭირდეთ, თორემ ცეცხლში ჩავდგები სათითაოდ ყველა თქვენგანისთვის, მიყვარხართ და გკოცნით, წინ დიდი საქმეები გვაქვს ყველას ერთად.”