Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

“მხილებამ დამღალა”

13 აპრილი, 2017

"მხილებამ დამღალა"მომღერალმა ეკა კვალიაშვილმა საკუთარი პიროვნებისთვის და კარიერისთვის საუკეთესო გადაწყვეტილება მიიღო და საქართველო დატოვა. მომღერალი ახლა უცხოეთში იმყოფება და თავისი ახალი გეგმების განხორციელებაზე მუშაობს.

ეკამ არაერთხელ საჯაროდ განაცხადა, რომ წლებია საქართველოში არ აძლევენ მუშაობის საშუალებას, კონცერტებზე არ ეძახიან, ბლოკავენ და შავ სიაში ჰყავთ შეყვანილი, ამიტომ უცხოეთში წავიდა.

მსახიობი ლაურა რეხვიაშვილი კულტურის მინისტრს დაუპირისპირდა და კულტურის სტრატეგია დაიწუნა. მის განცხადებას ეკა კვალიაშვილი გამოეხმაურა:

“ლაურა რეხვიაშვილი – გიერთდები და მიხარია, რომ თანამოაზრე ხმამაღალი სიტყვა მესმის, თორემ მარტოდ ყვირილმა და მხილებამ დამღალა.

როგორც იცით და მოგეხსენებათ დავტოვე ჩემი სიყვარული – საქართველო!!! და წამოვედი, რადგან ზუსტად ვიცი და უკვე ვხედავ და ასეა, დაფასებულია აქ ჩემი იდეებიც, კონცეფციებიც, ხმაც და პიროვნებაც.

მანდ, ან ყოფილი და ახლანდელი ყრუ და ძალათ დაბრმვებული მთავრობების ხელში, (რა სხვაობაა ვერავინ ვერ გაიგო, რადგანაც არ არის, იმათ ხმამაღლა გაანადგურეს და ესენი ჩუმად ასრულებენ). ეჰ, ჩემო საწყალო ქვეყანა…”