Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

მიხედეთ ქალაქის ისტორიულ ადგილს!

მიხედეთ ქალაქის ისტორიულ ადგილს!თბილისის ცენტრალური უბნები სავსეა სხვადასხვა ისტორიული ადგილებით, სადაც როგორც ადგილობრივები, ასევე ტურისტები მნიშვნელოვან ინფორმაციას იღებენ.

სამწუხაროდ, ამ ადგილების გაფრთხილებაზე არც თბილისელები ფიქრობენ და არც ტურისტები. სცენარისტი აკა სინჯიკაშვილი პუშკინის ქუჩაზე მდებარე ძველი თბილისის ნანგრევებთან არსებულ გაუსაძლის მდგომარეობაზე წუხს:

“ეს ადგილი, რა თქმა უნდა, ყველამ ვიცით, სპეციალურად არის ასე დატოვებული, ქალაქის იერსახის გასალამაზებლად.

ღამით ამ ადგილის გავლისას რომ გადარჩე, უნდა აერიდო ოცამდე მთვრალს, გადააბიჯო ამდენივე წყვილს, უნდა ძლებდე ორ წუთზე მეტხანს სუნთქვაშეკრული, უნდა იყო სიგრძეში ხტომაში ოლიმპიური ჩემპიონი, ბოლოს ყველაზე ჯანიანი მთვრალი დაამარცხო და ყველაზე კარგ შემთხვევაში კისრამდე კანალიზაციის ნარჩენებში მაინც უნდა ამოისვარო.

იქნებ მერიაში ვინმე დაინტერესდეს, განათებები დააყენოს და გამოჩნდეს, რას ვუშვრებით ღამით ჩვენც და სტუმრებიც ქალაქის ისტორიას.

ქალაქის მიხედვას სამსახურიც რომ გავალდებულებთ, თვითონ უნდა ეძებდეთ ასეთ ადგილებს და გამოასწოროთ მდგომარეობა.

და, საერთოდაც, იქნებ როდისმე ჯარიმის გარეშე მივხვდეთ, რომელია ურნა, რომელი ტუალეტი და რომელი ქუჩა და ქალაქი.”