Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

მერაბ ნინიძე კანის კინოფესტივალის რჩეულთა შორისაა

13 აპრილი, 2017

მერაბ ნინიძე კანის კინოფესტივალის რჩეულთა შორისააწელს კანის საიუბილეო, რიგით 70-ე საერთაშორისო კინოფესტივალი მაისში ჩატარდება.

70-ე საიუბილეო ფესტივალის ჟიურის თავმჯდომარე ესპანელი კინორეჟისორი პედრო ალმოდოვარია.

კინოფესტივალის მესვეურებმა საკონკურსო პროგრამაში მოხვედრილი რჩეული ფილმების სია უკვე გაასაჯაროვეს.

მთავარ საკონკურსო სექციაშია უნგრელი რეჟისორის კორნელი მუნდრუცუს ფილმი “იუპიტერის მთვარე”, რომელშიც მთავარ როლს ქართველი მსახიობი მერაბ ნინიძე ასრულებს.

მერაბ ნინიძეს საკონკურსო პროგრამაში მოხვედრილი სხვა ხელოვანების მსგავსად, შანსი მიეცა ფესტივალის მთავარი პრიზი – ოქროს პალმის რტო მოიპოვოს.