Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

მაია ასათიანის დედა: “ეს საყრდენიც გამოაცალეს”

მაია ასათიანის დედა: "ეს საყრდენიც გამოაცალეს"გადაცემა “პროფილის” წამყვანის მაია ასათიანის დედა ნინო კალანდარიშვილი სპეციალურ განცხადებას ავრცელებს და მის შვილთან დაკავშირებით საზოგადოებას ახალ ინფორმაციას აწვდის:

“ამ სივრცეში პირველად ვწერ. მე მაია ასათიანის დედა ვარ. 3 კვირის წინ, როცა ის სამსახურში დაბრუნდა, იმედი გამიჩნდა, რომ ცხოვრებისკენ მოტრიალებას შეძლებდა. ბოლო ერთი კვირაა მისი საყვარელი საქმის გადასარჩენად იბრძვის. ორი დღის წინ მისი “მარაო” დახურეს! საქმე მისი ერთ-ერთი უმთავრესი საყრდენი იყო. ახლა ეს საყრდენიც გამოაცალეს…. ჩემი შვილის შემყურე სულ ამას ვეკითხები ჩემს თავს: კიდევ რამდენის გაძლებას შეძლებს. ხვალ ნუცას ორმოცია.”