Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

“მაგარი საჩუქარი სააღდგომოდ! მალე თეატრებს დაეშვიდობებით!”

15 აპრილი, 2017

"მაგარი საჩუქარი სააღდგომოდ! მალე თეატრებს დაეშვიდობებით!"ამ განცხადებას კინომსახიობთა თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი და რეჟისორი ქეთი დოლიძე აკეთებს და თავის განცხადებას ასე განმარტავს:

“გილოცავთ! მაგარი საჩუქარი სააღდგომოდ! მალე თეატრებს დაეშვიდობებით!

აღდგომის შემდეგ გავიგებთ! მინისტრმა რაღაც ისეთი განაცხადა, ვერც თავს გაუგებ და ვერც ბოლოს, მაგრამ არსი ასეთია: ჩვენ კი გადმოგიგდებთ რაღაცას და დანარჩენს თქვენ მიხედავთო?!?! ნახეთ, მოუსმინეთ რას ამბობს და თუ ვერ გაიგებთ, დათო საყვარელიძემ იქნებ აგვიხსნას! აღფროვანებულია და ნეტავ ამიხსნას, რითი!”