Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

ვანდალიზმი ნიჩბისის ეკლესიაში

ვანდალიზმი ნიჩბისის ეკლესიაშინიჩბისის წმინდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესია მცხეთის მუნიციპალიტეტში მდებარეობს. ტაძარი XVI-XVII საუკუნეებით არის დათარიღებული და კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი აქვს მინიჭებული.

მიუხედავად იმისა, რომ ეკლესია ქართული კულტურის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ძეგლს წარმოადგენს, ეს სულაც არ უშლის ხელს მავანს მისი კედლები დააზიანოს.

ამას ემატება შეშის ღუმელი, რომლის საკვამურიც ტაძრის ერთ-ერთ ფანჯარაში გადის და ბოლი ეკლესიის ორნამენტებს ჭვარტლავს. ფოტოები ინტერნეტში ლიკა ფოცხიშვილმა გაავრცელა.

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც საქართველოს რეგიონებში მდერაბე კულტურულ ძეგლებს ვიზიტორები აზიანებენ და საუკუნეების წინ აშენებულ ტაძრებს საკუთარ სახელებს და სამახსოვრო თარიღებს აწერენ.

ვანდალიზმი ნიჩბისის ეკლესიაში

ვანდალიზმი ნიჩბისის ეკლესიაში