Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

“ეს უნდა გავითვალისწინოთ”

12 აპრილი, 2017

"ეს უნდა გავითვალისწინოთ"მსახიობი ზურა ყიფშიძე ყველა დროში მაყურებლის ერთ-ერთი საყვარელი ხელოვანია. მისი თეატრალური თუ კინოროლები დიდი პოპულარობით სარგებლობს. ის, რომ ქართველებს ზურა ყიფშიძე ძალიან უყვართ, ამის დასტურია ახალი სპექტაკლი “მეფე ლირი”, სადაც იგი მთავარ როლს თამაშობს.

მაყურებლის მხრიდან ასეთი სიყვარულის მიუხედავად, მსახიობს სერიოზული პრობლემები აქვს. მას გულწრფელად აწუხებს ის ფაქტი, რომ მსახიობის შრომა არ ფასდება და ისინი ერთდროულად 3-4 ადგილას მუშაობენ.

“რომ ამბობენ დიდი მსახიობები არიანო, ვინ დაადგინა ეს? ისეთი დიდი მსახიობები გვყავდა, ჩვენ იმათი ნახევარიც არ ვართ და ისინი არ იყვნენ დაფასებულები.

– მოიჭირეთ ქამრები – ძალიან საინტერესო ნათქვამია. მაგრამ ერთი მნიშვნელოვანი საკითხია – ყველანი ვიჭერთ თუ არა ამ ქამრებს. კი ბატონო, მოვიჭერთ, მაგრამ თუ ყველა მოიჭერს და გააჩნია რამდენს მოიჭერს. ზოგს მოსაჭერი ადგილი აქვს, ზოგს – არა. ალბათ ეს უნდა გავითვალისწინოთ. რა თქმა უნდა, ყველას გვაღელვებს ჩვენი საქმე და იმ საქმის გარშემო რაც ხდება. ამ შემთხვევაში უჭირთ ადამიანებს და პროტესტს აცხადებენ, გამოდიან და ამბობენ საჯაროდ, რომ ჩვენ ვფიქრობთ ასე. კონკრეტულად ვიღაცაზე კი არ არის საუბარი, აქ საუბარია ყველაზე. მე შემიძლია დავჯდე და ამას ვუყურო, რადგან ვერაფრით დამაბრუნებთ უკან, მაგრამ ახალგაზრდები ცოდოები არიან, მათ წინ დიდი გზა აქვთ.

საწყენი იქნება, რომ ჩემი ახალგაზრდა კოლეგები ისევე იგრძნობენ თავს, როგორც მე, როცა ჩემხელები გახდებიან. ეს რომ არ მოხდეს, ამიტომ უნდა გამოვიდნენ ახალგაზრდებიც და ძველგაზრდებიც და თქვან თავისი სატკივარი და სათქმელი.

როცა გიჭირს, შენ დაგეხმარებიან, ვიღაცას პატივს სცემენ, მაგრამ სხვებმა რა ქნან? ის საჩუქარი, რომელსაც ვიღებთ, 3 თვე გაგვიჩერეს, მერე თქვეს, რომ იმ საჩუქარს დააკლდებაო, მერე უცბად გავიგეთ, რომ ისეთ მსახიობებს მოეჭრათ, შეიძლება დღეს სცენაზე არ გადიან, მაგრამ იმდენი დაიმსახურეს, რომ ხელფასი ჰქონდეთ. რომ დაუტოვებ მარტო პურის ფულს და მთელ ხელფასს წაართმევ, არ არის ლამაზი, რბილად რომ ვთქვათ. მათ უხდებათ 3-4 სამუშაოზე ერთად ყოფნა, ეს იქნება ტელევიზია, თეატრი თუ კინო, მარტო იმიტომ არა, რომ საინტერესოა სხვადასხვა ადამიანებთან მუშაობა, უბრალოდ სჭირდებათ ფული და ამიტომ იხევიან ათ ნაწილად,” – განაცხადა ზურა ყიფშიძემ “რეაქციისთვის” მიცემულ ინტერვიუში.