Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

“გრცხვენოდეთ!”

"გრცხვენოდეთ!"ანსამბლ “ლაშარის” ხელმძღვანელი და მომღერალი გიორგი უშიკიშვილი ქართულ ფოლკლორში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება და საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის ხელმძღვანელის გიორგი დონაძის სატელევიზიო გამოსვლას ეხმაურება:

“ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის დირექტორმა გიორგი დონაძემ განაცხადა, დღევანდელმა კულტურის სამინისტრომ ფოლკლორი ააყვავა და ძალიან ბევრ ფულს გვაძლევსო (ცენტრის ბიუჯეტი მილიონზე მეტია. ჩემი დირექტორობის პერიოდში ბიუჯეტი დღევანდელის ნახევარი იყო).

ვეთანხმები, აბა, კაცი ფოლკლორის ცენტრის დირექტორად დასვეს. ამასაობაში მისი ანსამბლისთვის ცალკე სიიპ-ი შექმნეს და ბიუჯეტიდან დაფინანსება მისცეს (250.000 ლარზე მეტი). ასევე ცენტრის თანამშრომელთან რაოდენობა სამჯერ გაიზარდა და ნეპოტიზმი ყვავის.
აბა რაა, აყვავდა თქვენთვის ფოლკლორი. იმ მოხუცებმა რა ქნან, რეგიონებში 80 ლარს რომ იღებენ, 5 კილომეტრს ფეხით რომ დადიან რეპეტიციაზე? თან იმასაც რომ აყვედრიან და ამ ხალხს პარტონი არ ჰყავს, ეს არის ხოო ფოლკლორის აყვავება?

მოსხდნენ ბიჭები გაკეთებულზე და გაპრიალებულზე. დაირიგეს ხელფასები (პრემიებსაც არ იკლებენ) და ის ხალხი ვისგანაც სიმღერა ისწავლეს, მშივრები არიან. გცხვენოდეთ!!!!

ანუ, გამოდის რომ დღეს ფოლკლორი არის მხოლოდ გიორგი დონაძე, მისი ანსამბლი და მისი მეგობრები. ჩვენ კი, დანარჩენები ვინ ვართ თუ გვეტყვიან მადლობელი ვიქნები.

პ.ს. ჩემი ანსამბლი არასდროს, არცერთი ხელისუფლების დროს არ დაფინანსებულა სახელმწიფო ბიუჯეტიდან.”