Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

“გალაკტიონის ლექსები, რომლებიც ნასვამ მდგომარეობაში შეიძლება იყოს დაწერილი, ამოიღონ სახელმძღვანელოებიდან”

"გალაკტიონის ლექსები, რომლებიც ნასვამ მდგომარეობაში შეიძლება იყოს დაწერილი, ამოიღონ სახელმძღვანელოებიდან"ქართული პოეზიის მეფედ აღიარებული გალაკტიონ ტაბიძის შემოქმედება მის მკვლევარებს და რიგით მკითხველებს მოსვენებას არ აძლევს.

”ლაჟვარდების კიდეო,
დაბურულო ზმანებით,
ლურჯო მონტევიდეო,
ვიწრო ხელთათმანებით”, – ეს არის ნაწყვეტი პოეტის ლექსიდან, რომელსაც პოლიტიკოსი რომან გოცირიძე აქვეყნებს:

“მონტევიდეო ურუგვაის დედაქალაქია. შეუძლებელია ქალაქს ხელთათმანი ეკეთოს, თანაც ვიწრო.

სრულიად ვეთანხმები განათლების მინისტრის, ალექსანდრე ჯეჯელავას განცხადებას იმის თაობაზე, რომ გალაკტიონის ის ლექსები, რომლებიც შეიცავენ უზუსტობებს და რომლებიც ნასვამ მდგომარეობაში შეიძლება იყოს დაწერილი, უნდა ამოიღონ სასწავლო სახელმძღვანელოებიდან.

”ლაჟვარდების კიდეო,
დაბურულო ზმანებით,
ლურჯო მონტევიდეო,
ვიწრო ხელთათმანებით”.

მართლაც, იისფერი თოვლივითაა!”