Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

გაიხსნას გივი ბერიკაშვილის ქუჩა!

19 აპრილი, 2017

გაიხსნას გივი ბერიკაშვილის ქუჩა!ამ მოთხოვნით ქართული საზოგადოება საქართველოს მთავრობას, თბილისის მერიას და კულტურის სამინისტროს მიმართავს და მოითხოვს საქართველოს დედაქალაქში გაიხსნას ქართული თეატრისა და კინოს მსახიობის გივი ბერიკაშვილის სახელობის ქუჩა.

მოქალაქეები სპეციალურ ხელმოწერებს აგროვებენ და აცხადებენ, რომ თბილისში ბევრ ქუჩას ისეთი ადამიანის სახელი ჰქვია, რომლებმაც დიდი ვერაფერი მოუტანეს საქართველოს.

ამიტომ მოითხოვენ თბილისში გადაერქვას “რომელიმე” ნაკლებად მნიშვნელოვანი ადამიანის სახელობის ქუჩას სახელი და მას გივი ბერიკაშვილის სახელობის ქუჩა ეწოდოს.