Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

გავანადგუროთ ფილმები ,,გიორგი სააკაძე”, ,,ბაში აჩუკი”, “მაია წყნეთელი”…

24 აპრილი, 2017

გავანადგუროთ ფილმები ,,გიორგი სააკაძე", ,,ბაში აჩუკი", "მაია წყნეთელი"...ამ თხოვნით მარჯანიშვილის თეატრის მსახიობი თემო კილაძე დღევანდელ ხელისუფლებას მიმართავს და თხოვნის მიზეზსაც განმარტავს.

თემო კილაძე:

“თხოვნა მაქვს დღევანდელ ხელისუფლებასთან – გავანადგუროთ ფილმები ,,გიორგი სააკაძე”, “ბაში აჩუკი”, “მამლუქი”, “მაია წყნეთელი” და ა. შ. პროზა და პოეზია – ყველაფერი, რაც კი დიდად პატივცემულ მეზობლებს არ სიამოვნებთ.

გადავწეროთ ისტორია, იქნება სულაც ოსმალო ვართ. ვფიქრობ, კიდევ რა გაკადროთ, მაგრამ დარწმუნებული ვარ, უჩემოდაც მოახერხებთ საქართველოს ისტორიაში, შავ ფურცელზე შავი ასოებით შესვლას.”