Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

ბეთჰოვენის საუკეთესო ნაწარმოებები კუბური რუმბას სტილში

26 აპრილი, 2017

ბეთჰოვენის საუკეთესო ნაწარმოებები კუბური რუმბას სტილშილუდვიგ ვან ბეთჰოვენის შემოქმედება საუკუნეებია კლასიკური მუსიკის მსმენელს ატკბობს.

მისი სიმფონიები, კონცერტები, უვერტიურები, საფორტეპიანო სონატები, საგუნდო ნაწარმოებები თუ საფორტეპიანო ტრიოები დღესაც აქტუალურად სრულდება მსოფლიოში ცნობილი მუსიკოსების მიერ.

საბედნიეროდ, ბეთჰოვენის მუსიკა ბევრი ხელოვანისთვის შთაგონების წყარო გახდა. ბევრმა მისი სიმფონიების ინტერპრეტაციაც კი გაბედა.

“არტ ინფო” გთავაზობთ 5-წუთიან ვიდეოს, სადაც მოისმენთ ნიჭიერი მუსიკოსების მიერ შესრულებულ კომპოზიტორის საუკეთესო ნაწარმოებებს კუბური რუმბას სტილში.