Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

ახალი წოდება ლაშა ღლონტს

25 აპრილი, 2017

ახალი წოდება ლაშა ღლონტსპროფესიით ექიმს და არაჩვეულებრივ მომღერალს ლაშა ღლონტს ახალი წოდება მიენიჭა. ყველაზე ტკბილი და თბილი სიმღერების შემსრულებელ ხელოვანს ამიერიდან კიდევ ერთი – ყველაზე საპასუხისმგებლო, საპატიო და მნიშვნელოვანი სტატუსი აქვს.

24 აპრილს ლაშა ღლონტი ბაბუა გახდა. მის შვილს, მომღერალ ანი ღლონტს და მის მეუღლეს თორნიკე მაისურაძეს პირველი შვილი – ბიჭი შეეძინათ. პატარა გაგუას კლინიკაში 3.400 კგ. და 51 სმ. დაიბადა. დედა-შვილი თავს კარგად გრძნობს.

ანი და თორნიკე გასული წლის ზაფხულში დაქორწინდნენ. ისინი ერთმანეთს სიმღერამ დააკავშირა.