Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

ახალი გამოწვევა ნანუკა ხუსკივაძეს

ახალი გამოწვევა ნანუკა ხუსკივაძესრუსთაველის თეატრის მსახიობი ნანუკა ხუსკივაძე ახალი გამოწვევის წინაშე აღმოჩნდა.

სცენაზე განსახიერებული როლების შემდეგ, მან საკუთარი შესაძლებლობები რეჟისურაშიც მოსინჯა და თელავის თეატრში დადგა სპექტაკლი, ახლა კი რუსთავის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელიც გახდა.

გიგა ლორთქიფანიძის სახელობის რუსთავის თეატრში სამხატვრო ხელმძღვანელის თანამდებობის დასაკავებლად კონკურსი მეორედ გამოცხადდა. პირველი კონკურსი წლის დასაწყისში იყო დანიშნული, თუმცა ჩაიშალა.

მეორე კონკურსში ნანუკასთან ერთად მონაწილეობდნენ მაია შენგელია, გოგა თავაძე, ლალი ნიკოლაძე, ეკა კვირკველია და ნუკრი არჩვაძე. 6-კაციანმა საბჭომ ხმათა უმრავლესობით რუსთავის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის თანამდებობაზე მხარი ნანუკა ხუსკივაძეს დაუჭირა და მისი კანდიდატურა დასამტკიცებლად რუსთავის მერს წარუდგინა.