Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

ახალგაზრდა მსახიობს დახმარება ესაჭიროება

26 აპრილი, 2017

ახალგაზრდა მსახიობს დახმარება ესაჭიროებაქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის თეატრის ახალგაზრდა მსახიობს ვარლამ ფესტვენიძეს დახმარება ესაჭიროება.

ინფორმაციას მისი მეგობრები ავრცელებენ და საზოგადოებას თანადგომისკენ მოუწოდებენ:

“ჩვენს მეგობარს, კარგ ქუთაისელს, მსახიობ ვარლამ ფესტვენიძეს 2 თვის წინ დაუდგინდა მძიმე სეფსისი, ორმხრივი პნევმონია, სეფსისური ენდოკარდიტი.

ინფექციის შედეგად მოხდა მიტრალური სარქველის I-II რიგის ქორდების გაგლეჯა.

ვარლამს ესაჭიროება კარდიო-ანგიოლოგიური ოპერაცია – მიტრალური სარქველის პროტეზირება (მექანიკური სარქველი).

ოპერაციის ღირებულება 14051 ლარია + კორონაროგრაფია 621 ლარი. ამ თანხაში არ შედის ანალიზების კონტროლის და მედიკამენტების ღირებულება რომელიც დღიურად 250 ლარამდე ჯდება.

გვეხმარება ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრი – პირველ მაისს თეატრის სცენაზე დაიდგმება საქველმოქმედო სპექტაკლი.

ოპერაციისთვის საჭირო თანხის გადარიცხვა შესაძლებელია ანგარიშზე: საქართველოს ბანკი: პირადი N01007010469; მიმღები ნინო ლექვინაძე.”