Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

ასე ცხოვრობს მომღერალი არჩილ ჩიხლაძე მოხუცთა თავშესაფარში

24 აპრილი, 2017

ასე ცხოვრობს მომღერალი არჩილ ჩიხლაძე მოხუცთა თავშესაფარშიმაყვალა და არჩილ ჩიხლაძეების დუეტი წლების განმავლობაში ატკბობდა მსმენელს სიმღერების არაჩვეულებრივი შესრულებით.

“კართან მოდგა შემოდგომა” – ამ დუეტის სავიზიტო ბარათია, რომლის ავტორიც არჩილ ჩიხლაძეა.

84 წლის მომღერალი გასულ წელს უმძიმესი საცხოვრებელი პირობების გამო, ბეთლემის ქუჩიდან მოხუცთა თავშესაფარში გადაიყვანეს, სადაც ახლაც ცხოვრობს და ბენეფიციარებთან ერთად ატარებს დროს.

ასაკის მიუხედავად, იგი არაჩვეულებრივად მღერის და თავშესაფარში მცხოვრებ მოხუცებს სიმღერებს ხშირად უმღერის.

“არტ ინფო” გთავაზობთ ვიდეო-ჩანაწერს, სადაც არჩილ ჩიხლაძე ცნობილ სიმღერას “მახინჯი ვარ” ასრულებს.