Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

არენა დი ვერონას ფესტივალის გახსნაზე 4 ქართველი იმღერებს

21 აპრილი, 2017

არენა დი ვერონას ფესტივალის გახსნაზე 4 ქართველი იმღერებსარენა დი ვერონას ფეტივალი კლასიკური მუსიკის მოყვარულებისთვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მოვლენაა მთელი წლის განმავლობაში.

წელს არენა დი ვერონას ფესტივალი ჯუზეპე ვერდის “ნაბუქო”-თი გაიხსნება. საოპერო სპექტაკლში მონაწილეობას 4 ქართველი შემსრულებელი მიიღებს – ნინო სურგულაძე, მადინა კარბელი, გიორგი გაგნიძე და მიხეილ შეშაბერიძე.

მადინა კარბელი:

“შემომაქვს წინადადება: არენა დი ვერონას ვანო სარაჯიშვილის სახელი მივანიჭოთ და ვერონა საქართველოს კულტურულ დედაქალაქად გამოვაცხადოთ! ჰა, რას იტყვით?”