Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

“არავის დასაცინი არაა გურანდა გაბუნია!”

22 აპრილი, 2017

"არავის დასაცინი არაა გურანდა გაბუნია!"მარჯანიშვილის თეატრის მსახიობი გურანდა გაბუნია ბოლო დროს სხვადასხვა სატელევიზიო გადაცემების სტუმარია. იგი არასდროს ამბობს უარს გადაცემებში მონაწილეობაზე, თუმცა მისი განცხადებები ხშირად მაყურებლის მხრიდან ქილიკის და დაცინვის მიზეზი ხდება.

რუსთაველის თეატრის მსახიობი ბესო ზანგური კოლეგას სრულ მხარდაჭერას უცხადებს და მოუწოდებს ყველას შეწყვიტონ გურანდა გაბუნიას დაცინვა.

ბესო ზანგური:

“არავის დასაცინი არაა არავინ და მითუმეტეს გურანდა გაბუნია! ეცით ასაკს და განვლილ ცხოვრებას პატივი, არავინ იცის მაგ ასაკში ჩვენ როგორი ვიქნებით.

ოთარს მაინც ეცით პატივი… ადრეც ვთქვი და კიდევ ვიმეორებ, ამ ქვეყანაში სიკვდილის ისე არ მეშინია, როგორც სიკვდილის შემდეგ ქილიკის.”