5 აპრილი, 2017

”გონს მოდით ადამიანებო”

– რა დაემართა ჩვენს მადლიან ქვეყანას და ადამიანებს, რა დაემართა ქართულ სისხლს და გენს? –  კითხულობს მომღერალი ეკა კვალიაშვილი და ადამიანებს გამოფხიზლებისკენ მოუწოდებს.

ეკა კვალიაშვილი:

”ძალზე სამწუხაროა ის ფაქტი, რომ უთბილეს, უსაყვარლეს, მუდამ მზიან, სიმღერიან და მოსიყვარულე საქართველოში, ყველა საზომ ერთეულს გადააჭარბა აგრესიამ, ზიზღმა, შურმა, განკითხვამ, ერი ერს აღარ გავს და ბერი ბერს!

რა დაემართა ჩვენს მადლიან ქვეყანას და ადამიანებს, რა დაემართა ქართულ სისხლს და გენს? გონს მოდით, ადამიანებო, თორემ ახლოა, ახლოა, ახლოა… კიდევ არის სულ მცირე შანსი, რომ ტრანსფორმაცია გაკეთდეს ერის მენტალობის. შევცვალოთ ყველა ზემოთ ჩამოთვლილი სიყვარულით.

იცოდეთ, სხვა ვერაფერი გადაარჩენს ჩვენს დედამიწას, ჩვენს ქვეყანას, ჩვენს ქალაქს, ჩვენს ერს!!! მხოლოდ სიყვარული, რადგან თავად ღმერთია სიყვარული, ღმერთი კი ერთია, ჩვენშია, და ვიყოთ ღმერთში, სიყვარულში, ნუთუ ასე ძნელია, ხალხო…

იცოდეთ, თუ ახლავე არა, მერე დრო აღარ დარჩება და მწარე სინანული გვიანი იქნება. მე დავიწყებ და გეტყვით, მე თქვენ მიყვარხართ, მიყვარს ყოველი თქვენთაგანი, რადგან ღვთიური საწყისია ადამიანი და ეს საწყისი მიყვარს.”