14 აპრილი, 2017

“განა ეს შემთხვევითია?”

14 აპრილი ქართული ენის დღეა. 39 წლის წინ ამ დღეს პროტესტის ნიშნად ქუჩაში გამოსულმა საზოგადოებამ ჩვენი ენა გადაარჩინა.

ამ მნიშვნელოვან თარიღს ენათმეცნიერი ლევან ღვინჯილია ეხმაურება:

“14 აპრილია!
წითელი პარასკევია, მართლმადიდებელ ქრისტიანთათვის უმძიმესი დღე;
დღე მაცხოვრის ჯვარცმისა!

წელს “ქართული ენის დღე” დაემთხვა “მაცხოვრის ჯვარცმის დღეს”… განა ეს შემთხვევითია?
იქნებ ეს სულაც მინიშნებაა იმაზეც, რომ მაცხოვარივით ჯვარცმული ქართული ენაც უნდა ელოდეს დღესა მას აღდგომისასა???!!!
ეს ხომ ის ენაა, სახარებაში “ლაზარედ” რომ მოიხსენიება და რომლის მკვდრეთით აღდგომასაც იოანე ზოსიმე წინასწარმეტყველებს?

ვნახოთ! “აღდგომა და ხვალეო!”
მგონი მოლანდებები დამეწყო: თითქოს ერთი დიდი {თანამდებობრივად} ხელისუფალი ზეცისკენ უაზროდ იმზირება და თეთრი ტილოთი ხელებს იმშრალებს…
არადა, რა საოცრად წააგავს პილატეს…
დიდება მოთმინებასა!!!”