5 მარტი, 2017

ვინ სარგებლობს მედეა ჩახავას სახელით?

თეატრისა და კინოს მსახიობი მედეა ჩახავა მაყურებლის ერთ-ერთი საყვარელი მსახიობია.
მან ქართულ კულტურას უნიჭიერესი შთამომავლობა დაუტოვა. ისინი დღესაც ერთგულად ემსახურებიან თეატრსა და კინოს.

თბილისის ცენტრში, ნატო ვაჩნაძის ქუჩაზე მდებარეობს მედეა ჩახავას სახელობის თეატრალური კინოაკადემია, რომელიც მომავალ თაობებს სხვადასხვა სახელოვნებო სფეროს აზიარებს. რა თქმა უნდა, ამის შესახებ საქმის კურსში არიან მსახიობის შთამომავლები, თუმცა მათთვის არაფერი იყო ცნობილი “მედეა ჩახავას სახელობის თეატრალური აკადემიის” თეატრის საქველმოქმედო ფონდზე “ერისიმედი”.

ინფორმაცია სრულიად შემთხვევით შეიტყო თემურ ჩხეიძის შვილმა დეა ჩხეიძემ, რომელმაც შესაწირ ყუთს ფოტოც გადაუღო. როგორც გაირკვა, ფონდთან დაკავშირებით, არაფერი იციან მედეა ჩახავას შთამომავლებმა.

მაკა მახარაძე, მედეა ჩახავას შვილი:

– აი, ეს კი უკვე მეტისმეტია!

ანუკა მურვანიძე, მედეა ჩახავას შვილიშვილი:

– მართლა არ ვიცი რა ვთქვა… მე ვიცი ვინც უდგას ამას სათავეში.  ჩვენი ოჯახი რომ არა, მაგის 100%-იან გარანტიას გაძლევთ…

ნატო მურვანიძე, მედეა ჩახავას შვილიშვილი:

–  არ შეიძლება ვუჩივლოთ? ძალიან გავბრაზდი!

ეკა ჩხეიძე, მედეა ჩახავას შვილიშვილი:

– რა სირცხვილია. ვუჩივლოთ.