19 მარტი, 2017

ვილანოვის აფიშების მუზეუმის და ხელოვნების სასახლის ერთობლივი გამოფენა

17 მარტს, საქართველოს ხელოვნების სასახლის დირექტორი გიორგი კალანდია და საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ხელოვნებისა და განათლების დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე ირინა საგანელიძე, ქართული მხარის სხვა წარმომადგენლებთან ერთად, პოლონეთის ქალაქ ვილანოვის აფიშების მუზეუმის დირექტორს მარიუზ კნოროვსკისა და საექსპოზიციო განყოფილების ხელმძღვანელს მიშელ ვარდას შეხვდნენ.

პოლონეთისა და ქართული მხარის მიერ მოხდა საკუთარ მუზეუმებში დაცული უნიკალური აფიშების კოლექციების განხილვა. მოლაპარაკების შედეგად, მსოფლიოს უძველესმა და უდიდესმა აფიშების მუზეუმმა (Poster Museum at Wilanów), ხელოვნების სასახლესთან სამომავლო მეგობრობისა და თანამშრომლობის სურვილი გამოთქვა.

დაიწყო მოლაპარაკებები ერთობლივი გამოფენის მოწყობაზეც.