14 მარტი, 2017

“ვერაა იაკობ გოგებაშვილის სახელი სათანადოდ დაფასებული…”

იაკობ გოგებაშვილი – ქართული პედაგოგიკის ფუძემდებელი და “დედა ენის” ავტორი ქართველი ხალხისგან ნამდვილად იმსახურებს იმაზე მეტ დაფასებას, ვიდრე რეალურად აქვს.

დეკანოზი ილია ჭიღლაძე ამ ფაქტს საჯაროდ ეხმაურება და აცხადებს, რომ ილიას, აკაკის და ვაჟას შემდეგ იაკობ გოგებაშვილი ყველაზე მონუმენტური ფიგურაა.

დეკანოზი ილია ჭიღლაძე:

“ვფიქრობ, ყველაზე დიდი ქართველი, რომელიც გორის რაიონმა საქართველოს მისცა, დიდი იაკობ გოგებაშვილია (ამაში მხოლოდ სტალინისტები თუ შემედავებიან), ქართული პედაგოგიკის ფუძემდებელი, “დედა ენის” შემოქმედი, ილიას, აკაკის და ვაჟას შემდეგ ყველაზე მონუმენტური ფიგურა მე-19 საუკუნის და მე-20 საუკუნის დამდეგის საქართველოსი. სამწუხაროდ, ვერაა მისი სახელი სათანადოდ დაფასებული საქართველოში და კერძოდ ქალაქ გორში.

ქალაქში მისი სახელობის მხოლოდ ერთი პერიფერიული ქუჩაა, სადაც ასფალტის საფარი პირველად ამ ათიოდე წლის უკან თუ დაიგო. სამწუხაროდ, მის სახელს არ ატარებს გორის სახელმწიფო უნივერსიტეტი (რომელიც ჯერჯერობით არავის სახელს არ ატარებს), რაც ვფიქრობ ანომალიაა.

უნივერსიტეტი დაარსდა სახელმწიფო ეკონომიკური ინსტიტუტის ბაზაზე, 1990-იან წლებში, ის კი თავის მხრივ დაარსდა გორის პადაგოგიური ინსტიტუტის ბაზაზე 1980-იან წლებში. მაშინ მთელს რესპუბლიკაში კარგად ცნობილი პადაგოგიური ინსიტიტუტი ასევე ანომალუირად ატარებდა ნიკოლოზ ბარათაშვილის სახელს.

ეს მცირე ბიუსტი ამ რადენიმე წლის უკან მოიპარეს, თუმცა მალევე იპოვეს და დააბრუნეს თავის ადგილზე. გორში მდინარე ლიახვის ხიდთან საბჭოთა დროს იყო ლენინის მონუმენტური ძეგლი, რომელიც 1990, ან 1991 წელს აიღებულ იქნა, იმავე პერიოდში იქ დაიდგა ქვის ფილა წარწერით: აქ აღიმართება იაკობ გოგებაშვილის ძეგლი. თუმცა მ. სააკაშვილის მმართველობის პერიოდში ამ ადგილზე გორის საპატრულო პოლიციის შენობა წამოიმართა, გოგებაშვილის ძეგლის დადგმა კი განუხორცილებელ იდეად დარჩა…

მის დასაფასებლად ის მაინც შეძლონ გორელებმა, რომ გორის სახელმწიფო უნივერსიტეტს მისი სახელი მიენიჭოს…”