14 მარტი, 2017

“ვაპირებ ვუჩივლო!”

რუსთაველის თეატრის მსახიობი ზურა შარია სასამართლოში ჩივილს აპირებს. ხელოვანი, რომელიც ყველაფერში დეტალური და დაზუსტებული ინფორმაციის მიღებას არის მიჩვეული, ქართული რეალობით გაკვირვებული და აღშფოთებულია.

ზურა შარია:

“საქართველოს ლატარიის კომპანიას, მომხმარებლისთვის ინფორმაციის განზრახ დაფარვაში, ვადანაშაულებ!!! არც ერთ, გათამაშებაში მონაწილე მთავარ ბილეთს, არ აწერია, რომ თურმე, 60 კალენდარული დღე აქვს ვადა!!!!!!! ყველა ვადიან პროდუქტს ზედ აწერია ვარგისიანობის, ან მოქმედების ვადა!!!! ვაპირებ ვუჩივლო!

ალბათ დაახლოებით 4000 ლარის ბილეთები მომიგროვდა, ერთიანად ვამოწმებ ხოლმე, ბევრი არაფერი, 3-მა ბილეთმა 100 ლარამდე მოიგო, მაგრამ არსად არ წერია რომ 60 კალენდარული დღე აქვს ვადა. შავ შესავსებს აწერია უკან და ძირითადს არსად არ აწერია. თუ გაინტერებს, უნდა ცხელ ხაზზე ოკითხოო. 4 სიტყვის დაწერა სპეცომ არ უნდათ. საჩივლელია. არც რეკლამაში არ ამბობენ.”