17 მარტი, 2017

“თუ გსურს მიაღწიო წარმატებას…”

მომღერალი ეკა კვალიაშვილი თავის ერთგულ მსმენელს ოქროს წესებს სთავაზობს, რომლებიც წარმატებისა და მატერიალური კეთილდღეობის მიღწევის და ოცნებების ახდენის უპირობო გარანტია.

ეკა კვალიაშვილი:

“თუ გსურს მიაღწიო წარმატებას, მატერიალურ კეთილდღეობას, აიხდინო ოცნება, ამას არ ყოფნის მხოლოდ საუბარი.
თუ გავითავისებთ 3 პრინციპს, რაზეც ახლა მოგითხრობთ, გპირდებით, ყველაფერი გაგიიოლდებათ და გამოვა….
ჩვენ შევძლებთ მივაღწიოთ ნებისმიერ მიზანს, რომელსაც მოვისურვებთ.

მოგიყვებით ერთ ნიშანდობლივ ამბავს: ერთ ახალგაზდა ბიჭს სურდა ძალიან ბევრი ფულის შოვნა. წავიდა გურუსთან (მასწავლებელთან) და უთხრა, მე მინდა ვიყო იგივე დონეზე ოგორც თქვენ.
გურუმ უპასუხა: თუ გსრუს იყო ასეთივე, როგორიც მე, დილის 4 საათზე მოდი ზღვასთან.
ბიჭი დაეჭვდა, მე ფული მინდა ვიშოვნო და არა ცურვა ვისწავლო.
გურუმ გაუმეორა, მოდი ზღვასთან….
დილის 4 საათზე ბიჭი ზღვასთან მივიდა, არა შორტებით და შესაბამისი სამოსით, არამედ, როგოც ბიზნესშეხვედრაზე, პიჯაკით, ჰალსტუხით….
გურუმ უთხრა, შედი ზღვაში..
ბიჭი შევიდა მკერდამდე.
უფრო ღრმად შედი.
ბიჭი კისრამდე შევიდა.
უფრო ღრმად შედი წყალში.
ბიჭი ცხვირამდე შევიდა და უკან გამობრუნება დააპირა, ეს რა ხუმრობაა, მე წარმატების მიღწევის სასწავლად მოვედი…
მაშინ მივიდა გურუ, თმაში ჩაავლო ხელი და წყალში ჩააყოფინა თავი, აფართხალდა ბიჭი, ყველა ღონეს ხმარობდა, რომ ამოეყვინთა,ზღვარზე მისულს, გურუმ ხელი გაუშვა. ცნობიერება დაბრუნებულ ბიჭს კი უთხრა, რას გძნობდი იქ, წყალქვეშ და რას ფიქრობდი?
ბიჭმა მიუგო: ჰაერის ჩასუნთქვა მინდოდა ყველაფერზე მეტადო….
მაშინ გურუმ უთხრა: როდესაც იგივე სიძლიერით მოინდომებ წარმატებას და სურვილის ასრულებას, როგორიც ჰაერის ჩასუნთქვის უუუდიდესი სურვილია, მაშინ მიაღწევ წარმატებას, როცა ადამიანს აქვს უჟანგბადობა, სპაზმი და იხრჩობა, ის მხოლოდ იმაზეა კონცენტრირებული, რომ ჩაისუნთქოს ჰაერი, სხვა ყველაფერი აზრს კარგავს, იმდენად დიდია სურვილი და მონდომება, სწორედ ჰაერის ჩასუნთქვას უნდა გავდეს სურვილისკენ სიარული, როდესაც წარმატების მონდომების ნიშნული, მიაღწევს, ჰაერის ჩასუნთქვის სურვილის დონეს, მაშინ მიაღწევს ადამიანი წარმატებას!

ადამიანთა უმრავლესობას სურს, იყოს წარმატებული, მაგრამ “ვერ” სურს ისე, როგორც საჭიროა, ვერ ინდომებს ისეთი სიძლიერით, როგორც მაგალითად, სურს იყოს მოდური. უმრავლესობას არ სურს წარმატება ისე, როგორც ძილი, ვიღაცას უფრო მეტად უყვარს ძილი ვიდრე წარმატება.
თუ თქვენ გსურთ იყოთ წარმატებულები იფხიზლეთ, რადგან ძილში შეიძლება წარმატების შანსი გაგიფრინდეთ და თქვენ ეს ვერ დაინახოთ და ვერ შეაჩეროთ, გამოტოვოთ ან ხელიდან გაუშვათ წარმატების შესაძლებლობა.

თქვენ უნდა გინდოდეთ წარმატება ისეთი სიძლიერით, რომ შეიძლება დაგავიწყდეთ ჭამა. როდესაც რაიმეთი ხართ დაკავებული, იღლებით და ანებებთ თავს, არ დანებდეთ, გააგრძელეთ წინსვლა, თუ გინდათ იტირეთ და იწუწუნეთ დავიღალეო, მაგრამ არ დანებდეთ და არ გაჩერდეთ, ადამიანები ისედაც განიცდიან ტკივილს, ამიტომ ამ ტკივილიდანაც უნდა აიღოს რაღაც სათავისოდ.

არ დაწვე დასაძინებლად, სანამ რაიმეს არ გააკეთებ შენი მიზნის მისაღწევად. იქ სადაც შენ ცხოვრობ, მხოლოდ ჭკვიანი იყო, არაა საკმარისი. შენ უნდა გქონდეს გული – ეს პირველ რიგში. მეორე – ნებისმიერ მომენტში შესწირო ის, ვინც ხარ ახლა იმისთვის ვინც უნდა გახდე, ანუ გამოიცვალო, დაიხვეწო, მიაღწიო. ეს მეორეა და უნდა გესმოდეთ ეს თქვენ.

მზადყოფნა, რომ ნებისმიერ მომენტში შესწიროთ, თუნდაც ფეხბურთის მატჩი თქვენს საქმეს, რადგან თუ მიეკარით ტელეეკრანებს, თუ მიეკარით კომპიუტერებს და სმარტფონებს, ეს იგივე დამოკიდებულებაა, როგორც სხვა ბევრი რამ, რომელიც კეტავს წარმატების გზას და ჭამს დროს ფუჭად!!! თუ ამას დაძლევთ წარმატება მოვა, არ დააყოვნებს!!! მაგრამ, ზოგისთვის ტელეფონი, კომპიუტერი, ტელევიზორი და სხვა რაღაცეები უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე საკუთარი თავი, ცხოვრება და წარმატება!!! დროს, რომელსაც ხარჯავთ ამ დამოკიდებულებებში, შეიძლება თქვენი წარმატების გასაღებია!!!!!!!!!!!! დრო, რომელიც შეგეძლოთ დაგეხარჯათ წარმატების მისაღწევად, თქვენ ხარჯავთ ტელეფონში, კომპიუტერში, კაზინოში, ნარკოტიკში, ალკოჰოლში, და ამას არაფერი მოაქვს თქვენთვის დროის დაკარგვის, წარუმატებლობის, საბოლოოდ კი სინანულის და დაკარგული წლების და ცხოვრების მეტი!!!

იყავი მზადყოფნაში, ნებისმიერ მომენტში დათმო ის, ვინც ხარ ახლა, როგორიც ხარ ეხლა იმისთვის, თუ ვინ იქნები მომავალში, თუ გსურს იყო წარმატებული, შემდგარი, ოცნება-ასრულებული ადამიანი!!!!!!!”