29 მარტი, 2017

“საქართველოს სახელმწიფოვ, ამბროსი ხელაია იმსახურებს სახლ-მუზეუმს ამ ქვეყანაში”

ისტორიკოსი ბუბა კუდავა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ამბროსი ხელაიას იხსენებს:

“საქართველოს უახლესი ისტორიიდან სულ რამდენიმე ადამიანის დასახელება რომ მთხოვონ, ერთი აუცილებლად ეს კაცი იქნება.

სიყვარულის, სიმტკიცის, რწმენის, განათლების, გაუტეხლობის, სიმართლის, თავდადების, ბრძოლის სიმბოლო.

ცხადია, არც ფოტო არსებობს და არც თვითმხილველისგან მომისმენია, მაგრამ სულ დოკუმენტურ კადრებად ვხედავ მისი ცხოვრების ბოლო პერიოდის საოცარ ამბავს:

განთავისუფლებული და დაუძლურებული, როგორ მარტოდმარტო, სვენებ-სვენებით, ჩამოჯდომა-ჩამოდგომით მიუყვებოდა გზას მეტეხის ციხიდან სიონის ეკლესიამდე.
პატრიარქი იყო და ეს გზა და კიდევ სხვა ბევრი გზა მარტომ გაიარა.

ამბროსი ხელაიას ხსენების დღეა.
საქართველოს სახელმწიფოვ, ვგონებ, ამბროსი ხელაია იმსახურებს ერთ სახლ-მუზეუმს ამ ქვეყანაში.”