23 მარტი, 2017

როსტოს და ლაშა კურტანიძეს პატიმრობა მიუსაჯეს

ტელეწამყვან ლევან როსტოშვილს იგივე როსტოს  და მსახიობ ლაშა კურტანიძეს პატიმრობა მიუსაჯეს.

როსტო და ლაშა გასული წლის მაისში სამართალდამცველებმა დააკავეს. მათ 42.9524 გრამი ნარკოტიკული საშუალება MDMA აღმოაჩნდათ. როსტო და ლაშა 150.000-150.000 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს, თუმცა საპროცესო გაფორმებასთან დაკავშირებით პროკურატურასა და ბრალდებულებს შორის შეთანხმება ვერ შედგა და მათ პატიმრობა მიესაჯათ. როსტოს 8 წელი მიუსაჯეს, ლაშა კურტანიძეს კი – 5 წელი.

ინფორმაცია ამის შესახებ ტელეწამყვანმა ნანუკა ჟორჟოლიანმა გაავრცელა:

“ლევან როსტოშვილს MDM-ის უკანონო შენახვა შეძენისთვის მიუსაჯეს 8 წელი!
ხაზს ვუსვამ, შეძენა-შენახვისთვის და არა გასაღებისთვის!
ლაშა კურტანიძეს 5 წელი!

ეს იმ ხელისუფლებამ ქნა, რომელმაც შეიწყალა სადისტები და მკვლელები.
არავინ ითხოვდა არაფრის მისჯას, მაგრამ 8 წელი??? მკვლელებს არ უსჯით მაგდენს. ეს არის შერჩევითი სამართალი ბატონებო! მეტი არაფერი!”