ქართველი მუსიკოსი ნიუ-იორკის ელექტროაკუსტიკური მუსიკის ფესტივალზე

ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის კომპოზიციის ფაკულტეტის მაგისტრატურის მეორე კურსის სტუდენტის მარიამ ღვინიაშვილის ნაწარმოები “Hurria” for 8-channel live-electronics შერჩეულ იქნა ნიუ-იორკის ელექტროაკუსტიკური მუსიკის საფესტივალო პროგრამისათვის.

ნიუ-იორკის ელექტრო-აკუსტიკური მუსიკის ფესტივალი ყოველწლიური, რამდენიმე დღიანი ფესტივალია, რომელზეც სრულდება როგორც შემოქმედებითი განვითარების ეტაპზე მყოფი, ასევე უკვე შემდგარი/ცნობილი კომპოზიტორებისა და საუნდ არტისტების ნაწარმოებები მსოფლიოს მრავალი ქვეყნიდან.

ფესტივალზე წარმოდგენილი ნაწარმოებები მიეკუთვნება ისეთ ჟანრებს, როგორებიცაა: ფიქსირებული მედია, ლაივ ელექტრონიკა, აკუსტიკური ინსტრუმენტი + ლაივ ელექტრონიკა, ვიზუალური არტი, მულტიმედია – ვიდეო და ქორეოგრაფია, ასევე, აუდიო და ვიდეო ინსტალაციები თექვსმეტარხიანი აუდიო სისტემით.

ფესტივალი 2009 წლიდან ტარდება და პირველად მისი რვაწლიანი ისტორიის მანძილზე, შერჩეული არტისტების სიაში საქართველოს წარმომადგენელიც მოხვდა.